Tuesday, May 5, 2015

სასწავლო პროექტი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ქეთევან ტვილდიანი
რაიონი
ლენტეხი
სკოლა
რცხმელურის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება 
ქართული მიწა ‘’
თემის შინაარსი
ემიგრანტი ქართველების ცხოვრების გაცნობა. საკუთარი და სხვა ქვეყნის ფასეულობებისა და მენტალიტეტის შედარება-გაანალიზება.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
საშუალო საფეხური XI-XII  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ქართული XI.1 მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
 
წინასწარ განსაზღვრავს საჯრო გამოსვლის მიზანს არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით.

XI.5 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

XI.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.
განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას, რისთვისაც იყენებს ლიტერატურულ ან ცხოვრებისეულ პარალელებს.
წერს ესეის შემოქმედებითი თვითგამოხატვისათვის, განწყობილებების, შთაბეჭდილელებების, ემოციების და .. გადმოსაცემად.


ქართული  XII. 1

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს.

ქართული XII. 2

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი პროექტის კრიტიკულად გაანალიება და შეფასება.

მსჯელობს, რამდენად აქტუალურია პროექტში წარმოდგენილი პრობლემა.

ქართული XII. 3

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.

პრეზენტაციისას მკვეთრად გამოყოფს პროექტის ნაწილს და ყურადღებას ამახვილებს ამ ნაწილებს შორის კავშირზე.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ისტორიული აზროვნების უნარი.

მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ტექსტის შესაბამსობა კონკრეტულ მიზანთან.

მოსწავლემ შეძლებისდაგვარად უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ესეების წერა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის მიგრაცია?

თემატური კითხვები


სად არის საცხორებლად საუკეთესო ადგილი?
რატომ აღარ ბრუნდებიან ემიგრანტები საქართველოში?

შინაარსობრივი კითხვები

როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები?
რატომ ანებებენ თავს ყველაფერს ემიგრანტები და მიდიან უცხო ქვეყანაში?

No comments:

Post a Comment