Wednesday, December 18, 2013

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა

 რა არის კომენტირებული კითხვა?
(გრ.ორბელიანის „სადღეგრძელო“-ს მიხედვით)
 სწავლების საფეხური
 III საფეხური/ XI კლასი
ინტეგრირებული საგნები/ მასწავლებლების სახელი და გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა/ ქეთევან ტვილდიანი
ისტ/ ლევან ფაილოძე
მოსწავლეთა პროფილი

22 მოსწავლე/ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა

კომენტირებული კითხვა მოსწავლეებს დაეხმარება ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში, იმ მასალის გააზრებაში, რომელსაც უნდა დაეყრდნოს მათი მსჯელობა წერითი დავალების შესრულებისას. კომენტირებული კითხვით გაუადვილდებათ წერის პროცესი. ტექსტის ანალიზისას დიდი მნიშვნელობა აქვს გამოწვლილვით  კითხვას, როგორც ზეპირი მსჯელობის სწორად წარმართვისათვის, ისე წერითი ნამუშევრის სრულყოფილად შესრულებისათვის

  გაკვეთილის მიზნები და შედეგები
 ტექსტის გამოწვლილვით წაკითხვა. კითხვის პროცესში გარკვეული კომენტარების გაკეთება-მონიშვნა ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთზე.წერის პროცესის სწორად დაგეგმვა.
ქართ.XI.5 მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

ქართ.XI.7 აანალიზებს მხატვრული ნაწარმოების ენობრივ საშუალებებს ფუნქციონირების თვალსაზრისით.
 ქართ.XI.8 მოსწავლე ირჩევს და იყენებს კითხვის ეფექტურ საშუალებებს.
II. ინფორმაციის ორგანიზება და შენახვა ისტ-ის საშუალებით.
გამოყენებით; 
III. ციფრული მასალის შექმნა ისტ-ის საშუალებით. 
გამოსახვისას ციფრული მასალის გამოყენებით;
IV. კომუნიკაცია  ისტ-ის საშუალებით.  
 წინასწარი ცოდნა

რომანტიზმი, ქართული რომანტიზმი.
მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები, კერძოდ, რეფრენი, ალეგორია, შედარება.
კომენტარი.
შეფასების საგანი და პროცედურა
კრიტიკული აზროვნება, კვლევა, მსჯელობა,წაკითხულის  გააზრება და          გადმოცემა, კომენტირება შეფასდება წინასწარ შექმნილი სქემით.
განმავითარებელი კომენტარები.
განმავითარებელი კომენტარებისათვის დამეხმარება განმავითარებელი შეფასების სქემა ჯგუფური მუშაობისათვის.
 სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

 სახელმძღვანელო: "ქართული ენა და ლიტერატურა"  XI კლასი, გამომცემლობა "დიოგენე"
კომპიუტერები, საპროექციო აპარატი, Ms Word

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილი ტარდება ინფორმატიკის კაბინეტში.
I აქტივობა (3 წუთი)
გაკვეთილის დაწყებისთანავე მოსწავლეების განწყობის შექმნისათვის კლასს ვთხოვ გაიხსენონ, წერის პროცესის სწორად დაგეგმვისათვის საჭირო პროცედურების თანმიმდევრობა.
დაფაზე ვწერ შეკითხვას: "რა არის კომენტირებული კითხვა?"
II აქტივობა (5 წუთი)
გონებრივი იერიშის საშუალებით გავარკვევ თუ როგორ მუშაობენ ტექსტზე.
III აქტივობა (5 წუთი)
მოსწავლეებს ვთხოვ გაეცნონ სახელმძღვანელოში მითითებულ რჩევებს  ტექსტის ანალიზისათვის.
IV აქტივობა (10 წუთი)    
მოსწავლეებს  ვანაწილებ კომპიუტერებთან ჯგუფებად, ვთხოვ სამუშაო მაგიდაზე წინასწარ გამზადებული ფაილები გახსნან, ტექსტურ რედაქტორში Mikrosoft Word ტექსტისათვის შენიშვნების დართვის მენიუში References იპოვონ New Comments ღილაკი და მისი მეშვეობით წინასწარ გამზადებულ ტექსტზე გააკეთონ სათანადო კომენტარი
V აქტივობა (15 წუთი)
შესრულებული დავალების ელექტრონული პრეზენტაცია.
VI   აქტივობა (7 წუთი)  
 გრ.ორბელიანის „სადღეგრძელოს"- ანალიზისათვის გეგმის შედგენა
 VII აქტივობა (2 წუთი)
საშინაო დავალების მიცემა
VIII აქტივობა (3 წუთი)
შეფასება







No comments:

Post a Comment