Tuesday, May 5, 2015

სასწავლო პროექტი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ქეთევან ტვილდიანი
რაიონი
ლენტეხი
სკოლა
რცხმელურის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება 
ქართული მიწა ‘’
თემის შინაარსი
ემიგრანტი ქართველების ცხოვრების გაცნობა. საკუთარი და სხვა ქვეყნის ფასეულობებისა და მენტალიტეტის შედარება-გაანალიზება.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
საშუალო საფეხური XI-XII  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ქართული XI.1 მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
 
წინასწარ განსაზღვრავს საჯრო გამოსვლის მიზანს არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით.

XI.5 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

XI.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.
განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას, რისთვისაც იყენებს ლიტერატურულ ან ცხოვრებისეულ პარალელებს.
წერს ესეის შემოქმედებითი თვითგამოხატვისათვის, განწყობილებების, შთაბეჭდილელებების, ემოციების და .. გადმოსაცემად.


ქართული  XII. 1

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს.

ქართული XII. 2

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი პროექტის კრიტიკულად გაანალიება და შეფასება.

მსჯელობს, რამდენად აქტუალურია პროექტში წარმოდგენილი პრობლემა.

ქართული XII. 3

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.

პრეზენტაციისას მკვეთრად გამოყოფს პროექტის ნაწილს და ყურადღებას ამახვილებს ამ ნაწილებს შორის კავშირზე.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ისტორიული აზროვნების უნარი.

მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ტექსტის შესაბამსობა კონკრეტულ მიზანთან.

მოსწავლემ შეძლებისდაგვარად უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ესეების წერა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის მიგრაცია?

თემატური კითხვები


სად არის საცხორებლად საუკეთესო ადგილი?
რატომ აღარ ბრუნდებიან ემიგრანტები საქართველოში?

შინაარსობრივი კითხვები

როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები?
რატომ ანებებენ თავს ყველაფერს ემიგრანტები და მიდიან უცხო ქვეყანაში?

Wednesday, December 18, 2013

პროექტი

                                       პროექტი– ბუნებრივი კატასტროფები
თემა: ბუნებრივი კატასტროფები
სამიზნე ჯგუფი: მასწავლებლები, VII-VIII კლასის მოსწავლები
განხორციელების დრო: ერთი თვე
მიზანი:  გავაცნო  მოსწავლეებს  კატასტროფის  ისკის შემცირების  ძირითადი კონცეფციები;
დავეხმარო მოსწავლეებს  იმის გაცნობიერებაში, რომ არასწორი ქმედებებს შეუძლია გაზარდოს  მათი დაუცველობა კატასტროფების მიმარტ;
შედეგი:  აგროვებს იმფორმაციას, მსჯელობს ბუნებრივ კატასტროფულ მოვლენებზე, გარემოსდაცვით პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე;
რესურსი: კომპიუტერი, ფოტოაპარატი;
პროექტის მსვლელობა:
   აქტივობა  1
 შეკრება სკოლის ეზოში და დავალებების განაწილება;
   აქტივობა  2
კლასს ვყოფ მცირე ჯგუფებად, ვაძლევ დავალებას მოიძიონ მასალები, სურათები, ინფორმაციები სხვადასხვა კატასტროფების შესახებ;
   აქტივობა   3
მოსწავლეებს  ვაძლევ დავალებას ჰკითხონ უფროსებს, თუ რა მნიშვნელოვანი საკითხების წინაშე აღმოჩნდა ჩვენი დასახლება წარსულში  დიდთოვლობის , წყალდიდობის , მიწისძვრის , მიწისძვრის, მეწყერის და ღვარცობის დროს;
 რა მოიმოქმედა  მოსახლეობამ?
 რა უნდა გაკეთდეს მომავალში კატასტროფის თავიდან ასაცილებლად;
  აქტივობა   4
ტყის ინტენსიური ჩეხვის შედეგად იზრდება მოსახლეობის დაუცველობა  წვიმებისა და მეწყერის  მიმართ;
მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად რგავენ ხეებს;
  აქტივობა 5
 დავალების შესრულების შემდეგ  კლასში ხდება მასალების გამოფენა, განხილვა;
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას;



გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
აკაკი წერეთელი „ ჩემი თავგადასავალი“

სწავლების საფეხური

6–ე კლასი
მასწავლებელი

ქ. ტვილდიანი
გაკვეთილის მიზნები
        მხატვრული ტექსტის  კიტხვა და გააზრება;
        წაკითხულის შეფასება და დასკვნის გამოტანა;
        ინფორმაციის მიღება და გაზიარება;
        თხრობისა და მსჯელობი უნარ–ჩვევების გამომუშავება
        პერსონაჟთა მარტივი  დახასიათება;
        კითხვის სტრატეგიის დაუფლება;
        წერის სტრატეგიების დაუფლება;

აქტივობები
1.      სასინაო დავალების პრეზენტაცია;
2.      კითხვისთვის მზადება;
3.      ტექსტის წაკითხვა;
4.      გეგმის შედგენა;
5.      შეფასება;
6.      საშინაო დავალება;
საჭირო რესურსები
6–ე კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის სახლმძღვანელო;
კომპიუტერი, დისკი ფილმებით აკაკის შემოქმედებიდან „აკაკის აკვანი“

შეფასების ფორმა
მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე, მმასწავლებლის დაკვირვება მუშაობის პროცესზე,








გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა   1
გაკვეთილის ორგანიზება ;
აქტივობა  2
საშინაო დავალების პრეზენტაცია;(5 წთ)
აქტივობა   3
კითხვისთვის მზადება    (10 წთ)–ტექსტის  წაკითხვას წინ უსწრებს აკაკის  ცხოვრების ამსახველი ფილმის „აკაკის აკვანი“–ს ჩვენება შემდეგ კლასში მისი განხილვა . სუბაი აკაკის შესახებ ბიოგრაფიიდან.
აქტივობა   4
ტექსტის კითხვა   (15 წთ)– ტექსტის კითხვისას შეიძლება გამოვიყენოტ სხვადასხვა სტრატეგიები, ვიწყებ კითხვას  , შემდეგ მას მოსწავლეები აგრძელებენ, კითხვისას  ავხსნი გაუგებარ სიტყვებს და გამოთქმებს გზადაგზა  ვახდენ სათანადო კომენტარს წაკითხულის გასააზრებლად  უკეთ  აღქმისთვის.
მოსწავლეები აკეთებენ მოკლე ჩანაწერს. რატომ ვკითხულობ  ამ ტექსტს? რა მიზანი მაქვს?  რას გავიგებ ამ ტექსტს წაკითხვის შემდეგ? რაში გამომადგება , ანუ რა იქნება ჩემთვის ჭკუის სასწავლებელი ფაქტი?
აქტივობა  5
გეგმის შედგენა  (8 წთ) – მოსწავლეები გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს, ისინი  შინაარის გადმოსაცემად ადგენენ  გეგმას . ამ დავალებას ასრულებენ  წყვილებში;
აქტივობა 6
შეფასება (2 წთ) – მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით;
აქტივობა 7
 საშინაო დავალება  ( 3 წთ) –  აკაკის „ ჩემი თავგადასავალი“–ს მიხედვით  შეადგინონ პერსონაჟთა დახასიათების გეგმა;






გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა

 რა არის კომენტირებული კითხვა?
(გრ.ორბელიანის „სადღეგრძელო“-ს მიხედვით)
 სწავლების საფეხური
 III საფეხური/ XI კლასი
ინტეგრირებული საგნები/ მასწავლებლების სახელი და გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა/ ქეთევან ტვილდიანი
ისტ/ ლევან ფაილოძე
მოსწავლეთა პროფილი

22 მოსწავლე/ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა

კომენტირებული კითხვა მოსწავლეებს დაეხმარება ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში, იმ მასალის გააზრებაში, რომელსაც უნდა დაეყრდნოს მათი მსჯელობა წერითი დავალების შესრულებისას. კომენტირებული კითხვით გაუადვილდებათ წერის პროცესი. ტექსტის ანალიზისას დიდი მნიშვნელობა აქვს გამოწვლილვით  კითხვას, როგორც ზეპირი მსჯელობის სწორად წარმართვისათვის, ისე წერითი ნამუშევრის სრულყოფილად შესრულებისათვის

  გაკვეთილის მიზნები და შედეგები
 ტექსტის გამოწვლილვით წაკითხვა. კითხვის პროცესში გარკვეული კომენტარების გაკეთება-მონიშვნა ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთზე.წერის პროცესის სწორად დაგეგმვა.
ქართ.XI.5 მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

ქართ.XI.7 აანალიზებს მხატვრული ნაწარმოების ენობრივ საშუალებებს ფუნქციონირების თვალსაზრისით.
 ქართ.XI.8 მოსწავლე ირჩევს და იყენებს კითხვის ეფექტურ საშუალებებს.
II. ინფორმაციის ორგანიზება და შენახვა ისტ-ის საშუალებით.
გამოყენებით; 
III. ციფრული მასალის შექმნა ისტ-ის საშუალებით. 
გამოსახვისას ციფრული მასალის გამოყენებით;
IV. კომუნიკაცია  ისტ-ის საშუალებით.  
 წინასწარი ცოდნა

რომანტიზმი, ქართული რომანტიზმი.
მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები, კერძოდ, რეფრენი, ალეგორია, შედარება.
კომენტარი.
შეფასების საგანი და პროცედურა
კრიტიკული აზროვნება, კვლევა, მსჯელობა,წაკითხულის  გააზრება და          გადმოცემა, კომენტირება შეფასდება წინასწარ შექმნილი სქემით.
განმავითარებელი კომენტარები.
განმავითარებელი კომენტარებისათვის დამეხმარება განმავითარებელი შეფასების სქემა ჯგუფური მუშაობისათვის.
 სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

 სახელმძღვანელო: "ქართული ენა და ლიტერატურა"  XI კლასი, გამომცემლობა "დიოგენე"
კომპიუტერები, საპროექციო აპარატი, Ms Word

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილი ტარდება ინფორმატიკის კაბინეტში.
I აქტივობა (3 წუთი)
გაკვეთილის დაწყებისთანავე მოსწავლეების განწყობის შექმნისათვის კლასს ვთხოვ გაიხსენონ, წერის პროცესის სწორად დაგეგმვისათვის საჭირო პროცედურების თანმიმდევრობა.
დაფაზე ვწერ შეკითხვას: "რა არის კომენტირებული კითხვა?"
II აქტივობა (5 წუთი)
გონებრივი იერიშის საშუალებით გავარკვევ თუ როგორ მუშაობენ ტექსტზე.
III აქტივობა (5 წუთი)
მოსწავლეებს ვთხოვ გაეცნონ სახელმძღვანელოში მითითებულ რჩევებს  ტექსტის ანალიზისათვის.
IV აქტივობა (10 წუთი)    
მოსწავლეებს  ვანაწილებ კომპიუტერებთან ჯგუფებად, ვთხოვ სამუშაო მაგიდაზე წინასწარ გამზადებული ფაილები გახსნან, ტექსტურ რედაქტორში Mikrosoft Word ტექსტისათვის შენიშვნების დართვის მენიუში References იპოვონ New Comments ღილაკი და მისი მეშვეობით წინასწარ გამზადებულ ტექსტზე გააკეთონ სათანადო კომენტარი
V აქტივობა (15 წუთი)
შესრულებული დავალების ელექტრონული პრეზენტაცია.
VI   აქტივობა (7 წუთი)  
 გრ.ორბელიანის „სადღეგრძელოს"- ანალიზისათვის გეგმის შედგენა
 VII აქტივობა (2 წუთი)
საშინაო დავალების მიცემა
VIII აქტივობა (3 წუთი)
შეფასება